ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულება
1. ტერმინთა განმარტება
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამსესხებელი: - შპს „CREDIUM GEORGIA” (ფაქტიური მისამართი: მოსაშვილის ქ. #24, თბილისი, საქართველო, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ლადო ასათიანის ქ.#14, ბლოკი ,,გ“. საიდენტიფიკაციო # 404450107)
ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს ამ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს და რომელსაც მსესხებელი აძლევს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
გ) მხარე/მხარეები - გამსესხებელი ან მსესხებელი, შინაარსიდან გამომდინარე;
დ) მესამე პირი - საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირები),და/ან სხვა ორგანიზაციული ერთეულები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, გამსესხებელის ან მსესხებელის გარდა.
ე) სესხის ხელშეკრულება - ხელშეკრულება, დადებული გამსესხებელს და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით, რომელიც შეიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აგრეთვე პირობებს, რომლებიც განთავსებულია გამსესხებლის საიტის მთავარ გვერდზე. ხელშეკრულების დადება ხდება ელექტრონული ფორმით მას შემდეგ, რაც მსესხებელი გაეცნობა ხელშეკრულებას (რაც თავისთავად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას);
ვ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება - გამსესხებლის მიერ თავისი საიტის მთავარ გვერდზე სესხის გაცემის პირობების განთავსება, რაც ,თავის მხრივ, გამსესხებელს ხელშეკრულების დადებას არ ავალდებულებს;
ზ) განაცხადი სესხის შესახებ - გამსესხებლის მიერ თავისი საიტის მთავარ გვერდზე განთავსებული ფორმა. სხვა მონაცემებთან ერთად ის შეიცავს მონაცემებს სესხის ოდენობისა და ვადების შესახებ. განაცხადის ელექტრონულად შევსება და დადასტურება არის ოფერტი, რომელსაც მსესხებელი სთავაზობს გამსესხებელს ამ ხელშეკრულების დასადებად;
თ) ოფერტი - -მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რაც ადასტურებს ამ ხელშეკრულების გაცნობას და გამსესხებლის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმებას;
ი) აქცეპტი - გამსესხებლის მხრიდან სესხის გაცემაზე საპასუხო სურვილის გამოთქმა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე სესხის პირობების გაგზავნით და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე ფულის გადარიცხვით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის გადარიცხვის მომენტიდან;
კ) სესხის თანხა - ფულადი თანხა, რომელიც ეძლევა მსესხებელს და უნდა დაუბრუნდეს გამსესხებელს ამ ხელშეკრულების პირობების და წესის შესაბამისად;
ლ) პროცენტი - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულება (ანაზღაურების სახით) ეკისრება მსესხებელს სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად. მსესხებელი, რომელიც პირველად სარგებლობს გამსესხებლისაგან სესხის აღების სერვისით (პირველად აფორმებს გამსესხებელთან სესხის ხელშეკრულებას) პროცენტს სესხით სარგებლობისათვის გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებს სესხის დაფარვის გრაფიკით შეთანხმებულ სესხის დაბრუნების ვადას. სესხის თანხის დროულად, შეთანხმებულ ვადაში დაბრუნების პირობებში, მსესხებელს, რომელმაც პირველად გააფორმა გამსესხებელთან სესხის ხელშეკრულება, არ დაეკისრება სარგებლის გადახდა. ყოველგვარი გაუგებობის თავიდან აცილების მიზნით, სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება მხოლოდ ის მსესხებელი (სესხის თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში), რომელიც პირველად იღებს სესხს გამსესხებლისაგან, ყველა სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი მსესხებლისათვის სესხი სასყიდლიანია და პროცენტის (სასყიდლის) გადახდა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მ) საურავი - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელსაც იხდის მსესხებელი სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისას, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ნ) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სიმბოლური თანხის (1 თეთრის) გადარიცხვა გამსესხებლის ანგარიშზე სესხის მიღებაზე განაცხადის შევსების შემდეგ;
ო) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის საანგარიშსწორებო ანგარიში, საიდანაც განხორციელდება საცდელი გადარიცხვა;
პ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის საანგარიშსწორებო ანგარიში, რომელიც მითითებულია მის მთავარ გვერდზე;
ჟ) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე;
რ) სესხის ვადა - გამსესხებლის მთავარ გვერდზე მითითებული ერთ-ერთი სტანდარტული ვადა, რომელსაც ითვალისწინებს მსესხებელი განაცხადის შევსების დროს და ადასტურებს გამსესხებელი საპასუხო სურვილის გამოთქმით;
ს) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელშიც შედის დასაბრუნებელ თანხა, დარიცხული პროცენტი და საურავი ასანაზღაურებელი დანახარჯის გათვალისწინებით;
ტ) გამსესხებლის მთავარი გვერდი- www.credium.ge;
უ) პირადი კოდი - კოდი, რომელსაც გამსესხებელი ანიჭებს მსესხებელს და რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიკაციისთვის;
ფ) საბანკო (სამუშაო) დღე - დღე (შაბათის, კვირის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა), როცა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ღიაა და ჩვეულებრივ მუშაობს;
ქ) კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმატიული აქტები, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც შესულია საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში;
ყ) განაცხადები და გარანტიები- გარანტიები, რომლებსაც მსესხებელი აძლევს გამსესხებელს, რომლებიც მთლიანობაში წარმოადგენს გამსესხებლის ნდობის (თანხმობის) საფუძველს ხელშეკრულების დადებისათვის და რომელთა დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე;
1.2 ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში მოცემულ ტერმინებს აქვს მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობაც და პირიქით - მრავლობით რიცხვში მოცემულ ტერმინებს აქვს მხოლობითი რიცხვის მნიშვნელობაც, თუ შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულებით დადგენილი წესით გამსესხებელი მსესხებელს აძლევს სესხს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს სესხი, დარიცხული პროცენტები და ყველა სხვა თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებით.
2.2. მსესხებელი, რომელიც პირველად სარგებლობს გამსესხებლისაგან სესხის აღების სერვისით (პირველად აფორმებს გამსესხებელთან სესხის ხელშეკრულებას), ვალდებულია გამსესხებელს სესხის თანხასთან ერთად გადაუხადოს პროცენტი (სასყიდელი) სესხით სარგებლობისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა გადააცილა სესხის დაფარვის გრაფიკით შეთანხმებულ სესხის დაბრუნების ვადას. სესხის თანხის დროულად, შეთანხმებულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, მსესხებელი, რომელმაც პირველად გააფორმა გამსესხებელთან სესხის ხელშეკრულება, არ არის ვალდებული გადაიხადოს პროცენტი (სარგებელი), იგი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს მხოლოდ სესხის თანხა და ყველა სხვა თანხა (გარდა პროცენტისა), რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებით.
3. განაცხადები და გარანტიები
3.1 სესხის შესახებ განაცხადის შევსებით მსესხებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
ა) არის 24-დან 65 წლამდე ასაკის ფიზიკური პირი;
ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ არის შეცდომაში შეყვანილი, არ არის თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების მსხვერპლი და გამსესხებლისგან ან სხვა მესამე პირისგან არ განიცდის ძალადობას, მუქარას, მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას ან სხვა აკრძალულ ქმედებას, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებლივ შედეგებს;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არის საქართველოს რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
დ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ე) არ გააჩნია შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სავალო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და სხვა პირის მიმართ;
ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია, ან ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს მის გადახდისუნარიანობაზე;
ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი ზუსტია.
3.2. სესხის შესახებ განაცხადის შევსების შემდეგ, მის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია ყურადღებით შეისწავლოს და გადაამოწმოს მსესხებლისგან მიწოდებული ნებისმიერი, მათ შორის პირადი ინფორმაცია ( საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან და სხვა დაწესებულებებიდან), რაზეც მსესხებელი წინასწარ იძლევა თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ ყალბი ინფორმაციის წარდგენა შეიძლება გახდეს სესხის მიცემაზე უარის თქმის, სამოქალაქო, სისხლის სამართლებრივი და სხვა პასუხიმგებლობის საფუძველი.
3.3 მსესხებლს უნდა ჰქონდეს აქტიური ანგარიში საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში.
3.4 თუ სესხის დაბრუნების დღეს ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში შეიცვლება 0,05 ლარზე მეტით, ვიდრე სესხის გაცემის დღეს იყო, გამსესხებელს უფლება აქვს კონვერტაციისთვის მოითხოვოს დამატებითი საკომისიო, რითაც გადაფარავს კურსის ცვლილებას. მაგალითად: თუ 1 იანვარს კურსი იყო 1 EUR = 2,42 GEL, ხოლო 31 იანვარს კურსი გახდა 1 EUR=2,37 GEL, და მსესხებელს 1 იანვარს აღებული აქვს სესხი 100 ლარი, რომლის საკომისიოა 20 ლარი 30 დღეში, გამსესხებელს უფლება აქვს წარმოადგინოს დამატებითი ანგარიში 0,05*120=6 ლარზე კონვერტაციის საკომისიოდ.
4. სესხის მიღების განაცხადი და სესხის გაცემა
4.1 სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის მთავარი გვერდის მიხედვით ავსებს სესხის მიღების განაცხადის თაობაზე შედგენილ სპეციალურ ფორმას, სასურველი თანხის და ვადის მითითებით. განაცხადის შევსებით და აღნიშვნით, „ვადასტურებ, რომ გავეცანი Credium.ge-ს ხელშეკრულებას და პირობებზე თანახმა ვარ“- მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და ძირითად გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს , ეს პირობები მისთვის მისაღებია და ის გამოთქვამს ამ პირობებით ხელშეკრულების დადების სურვილს (წარადგენს ოფერტს).
4.2 სესხის მიღების განაცხადის შევსების შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი მიმდინარე ანგარიშის იდენტიფიკაციის მიზნით მსესხებელი გადარიცხავს სიმბოლურ თანხას 1 თეთრს ან გამსესხებელი სხვა საშუალებით ამოწმებს ინფორმაციას).იდენტიფიკაციისთვის გადარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
4.3 იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის შესახებ. გამსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას სესხის გაცემაზე, რის შესახებაც მსესხებელს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.
4.4 გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი.
4.5. სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამსესხებელი მსესხებლის მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და მსესხებლის ანგარიშზე რიცხავს სესხის თანხას.
4.6 სესხი გაცემულად ითვლება მისი გადარიცხვის მომენტიდან.
4.7 მსესხებელს უფლება აქვს სესხი გამოიყენოს ნებისმიერი კანონიერი მიზნით.
4.8. გამსესხებელი უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეამციროს პროცენტი (დაგეგმილი აქციების ან სხვა სარეკლამო საქმიანობის პერიოდში), რაც არ საჭიროებს მსესხებლის თანხმობას და მხარეთა შორის დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებას.
5. გადახდის პირობებები
5.1 სესხის და პროცენტის გადახდა ხდება სესხის გადახდის ვადის ბოლო დღეს.
5.2 თუ გადახდის დღე არასამუშაო ან უქმე დღეს ემთხვევა, გადახდის დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
5.3 გადახდა ხდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, დანიშნულების მითითებით.
5.4 მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის სრულად ასახვის მომენტიდან.
5.5 თუ მსესხებელი გამსესხებლისათვის ნებისმიერ გადახდას სხვა ვალუტით შეასრულებს, თანხის კონვერტაცია მოხდება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კონკრეტული ვალუტის გაყიდვის კომერციული კურსის მიხედვით. განსხვავება გამსესხებელს უნდა ჩაერიცხოს მის ანგარიშზე, ხოლო თუ ნაშთი დარჩება, გამსესხებელს შეუძლია მისი დაბრუნება მსესხებლისთვის ბანკის საკომისიოებისა და კონვერტაციის თანხის გამოკლებით.
5.6 მსესხებლის იდენტიფიკაციისთვის გამსესხებელი ვალდებულია თანხის დანიშნულებაში აღნიშნოს მსესხებლის სახელი, გვარი და მინიჭებული პირადი კოდი.
5.7 თუ გამსესხებელი მიიღებს თანხას, ხოლო გადამხდელის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის მოვალეობა შესრულებულად არ ითვლება და გამსესხებელს უფლება აქვს დაუკავოს მსესხებელს საურავი ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
5.8. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ – დარიცხული პროცენტები, ზიანის ანაზღაურება, ხარჯები, და ბოლოს იფარება ძირითადი თანხა. თუ გადახდილი თანხა პროცენტებისა და სესხის ძირითადი თანხის დასაფარად საკმარისი არ არის, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გამოითვლება სესხის სრული თანხიდან, საკომისიოს, საჯარიმო თანხის და წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა თანხების ჩათვლით. მსესხებელი წინასწარ გამოთქვამს თანხმობას სესხის დაფარვის რიგითობაზე.
5.9 სესხი გადახდილად ითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულებების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, საურავისა და ასანაზღაურებელი -ზარალის(თუ ასეთი არსებობს) მთლიანად გადახდის და ანგარიშზე ასახვის შემთხვევაში.
5.10 თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გაგრძელდება საურავის დარიცხვა.
5.11. მსესხებელს უფლება აქვს ვადამდე სრულად დაფაროს სესხის თანხა. სესხის თანხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში იმ მსესხებელს, რომელმაც პირველად ისარგებლა გამსესხებლისაგან სესხის მიღების სერვისით (პირველად გააფორმა გამსესხებელთან სესხის ხელშეკრულება), პროცენტის (სარგებლის გადახდა არ დაეკისრება). ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ყველა მსესხებელს, ვადამდე სესხის თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში სესხის თანხის დაფარვასთან ერთად წარმოეშობა იმ პროცენტის გადახდის ვალდებულება, რაც სესხის დაფარვის ბოლო დღეს იქნებოდა გადასახდელი.
5.12 მსესხებელი არ არის ვალდებული გამსესხებელს წერილობით ან სხვა სახით აცნობოს გამსესხებელს სესხის ვადამდელი გადახდის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს, რომ მსესხებელს სურს სესხი ვადამდე სრულად დაფაროს.
5.13 თუ პიროვნებამ გადახდა განახორციელა შეცდომით, ან სესხის დაფარვის შემდეგ კლიენტმა გახსნა დეპოზიტი, კლიენტს შეუძლია მოითხოვოს შეცდომით გადარიცხული თანხის ან თავისი დეპოზიტის დაბრუნება. კრედიუმს შეუძლია დააკავოს 5 ლარი, როგორც განაცხადის განხილვის საფასური და საბანკო გადარიცხვის საკომისიო.
6 სხვა სესხის აღება
6.1. მიმდინარე სესხის სრულად დაფარვის შემდეგ მსესხებელს აქვს უფლება აიღოს სხვა (ახალი) სესხი, რომელიც განთავსებულია გამსესხებლის მთავარ გვერდზე.
6.2. სესხის მიღების ახალი განაცხადის შევსებისას მსესხებელი ეთანხმება მთავარ გვერდზე განაცხადის შევსების დღეს გამოქვეყნებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ მომავალში აღებულ ყველა სესხზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების დებულებები, გარდა იმ დათქმებისა, რომელიც შეეხება გარკვეული შეღავათის დაწესებას მსესხებლისათვის გამსესხებლისაგან მხოლოდ სესხის პირველად აღების შემთხვევაში.
6.3 გამსესხებლის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და მისი შეხედულებისამებრ მსესხებელს შეიძლება მიეცეს ახალი სესხი მიმდინარე სესხის დაფარვამდე.
7. პასუხიმგებლობა
7.1 მხარეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად და სრული მოცულობით შეასრულონ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ამ ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, იგი სრულად აცნობიერებს იმ შედეგებს, რასაც გადახდის დაგვიანება გამოიწვევს.
7.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე. მთავარ გვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე,რომელიც მან მიაწოდა გამსესხებელს ხელშეკრულების დადების დროს, ხელშეკრულების დადებამდე და დადების შემდეგ.
7.4. სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება ვადა გადაცილებული თანხის 1% თითოეულ გადაცილებულ დღეზე (საურავი). საურავის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან. გამსესხებელი პირველი სამი დღის განმავლობაში არ დაარიცხავს საჯარიმო პროცენტებს, თუ მსესხებელი მითითებულ ვადაში სრულად დააბრუნებს მიღებული კრედიტის თანხას. მეოთხე დღიდან მსესხებელს სრულად დაეკისრება საჯარიმო პროცენტები, მათ შორის პირველი სამი დღისთვისაც.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სესხის ვადის ბოლომდე ვერ შეძლებს სესხის ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის დაფარვას, იგი უფლებამოსილია, ვადაგადაცილების პირველივე დღეს წინასწარ გადაიხადოს სესხის ფიქსირებული პირგასამტეხლო, ე.წ. „სესხის დაგვიანების საფასური“, რის სანაცვლოდაც გამსესხებელი, შესაბამისი ვადით აღარ განახორციელებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. დაგვიანების საფასური გამოითვლება სესხის ძირი თანხიდან და განისაზღვრება შემდეგნაირად: 7 დღე ვადაგადაცილების შემთხვევაში- ძირი თანხის 9 %, 14 დღე ვადაგადაცილების შემთხვევაში- ძირი თანხის 13%, 30 დღე ვადაგადაცილების შემთხვევაში – ძირი თანხის 23 %. 7.6 თუ მსესხებელი ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მან გამსესხებელს გონივრულ ვადებში უნდა შეატყობინოს ფორს-მაჟორის დაწყების ან/და დამთავრების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსესხებელი აღებული ვალდებულებებისგან ვერ გათავისუფლდება. შეტყობინების შემთხვევაში მხარეს, რომელიც ფორს-მაჟორულ გარემოებებს აცხადებს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად, ფორს-მაჟორის გამო შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების ვადა უგრძელდება ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადით, ამასთან ის არ თავისუფლდება იმ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისგან, რასაც ხელს არ უშლის ფორს-მაჟორი.
7.7 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აღდგება ფორს-მაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.
7.8 იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყალბი ინფორმაციის წარდგენით შეეცდება კრედიტის მიღებას, ასეთ დროს გამსესხებელი იტოვებს უფლებას შესაბამისი რეაგირებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მიმართოს პროკურატურის ორგანოებს.
7.9 გამსესხებელი პასუხს არ აგებს, თუ სესხის თანხის გადარიცხვის შემდეგ მსესხებელს შეექმნა რაიმე გარემოებები (მათ შორის მსესხებლის ანგარიშზე დადებული ყადაღა, ინკასო და სხვ.), რის გამოც მსესხებლმა ვერ მიიღო ან ვერ გამოიყენა სესხის თანხა.
8. შეტყობინება
8.1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს შეტყობინება შეიძლება გაეგზავნოს:
ა) მისგან მითითებულ მისამართზე;
ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS)-ის სახით.
8.2 მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების გადაცემა შესაძლებელია ყოველდღე, 09.00-დან 20.00-მდე. შეტყობინება გადაცემულად ითვლება ელექტრონული ფოსტის, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) ან მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტის გაგზავნის მომენტიდან.
8. 3 შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილად ითვლება ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის უშუალოდ მსესხებელი ან მისი ოჯახის წევრი. მითითებულ მისამართზე ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება შეტყობინების მსესხებლისთვის გადაცემად.
8.4 მსესხებელი ყოველდღე 09.00დან 20.00-მდე უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტით ან მობილური ტელეფონით შეტყობინების მიღებას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
8.5 8.1 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებების არჩევის უფლება გამსესხებელს ეკუთვნის. გამსესხებელს შეუძლია შეტყობინების გაგზავნისას გამოიყენოს რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთი საშუალებით გადაცემული შეტყობინება საკმარისია სამართლებლივი შედეგის დადგომისთვის. მსესხებელს არ შეუძლია იმის მომიზეზება, რომ გამსესხებელმა შეტყობინების გაგზავნა არ სცადა რამდენჯერმე, რამდენიმე ან ყველა საშულებით.
8.6 გამსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა ხელშეკრულების დადების შემდეგ მიიღოს ანგარიში ელექტრონული ფორმით და აწარმოოს მიმოწერა ელექტრონული საშუალებით, დოკუმენტაციის უშუალო ხელმოწერის გარეშე მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის, პროცენტის ან საურავის გადაუხდელობას.
8.7 თუ მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მსესხებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამსესხებელს ამის შესახებ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ხელშეკრულებაში მითითებული ძველი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.
8.8 თუ გამსესხებელმა მსესხებელს მითითებულ მისამართზე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ან სხვა დაზღვეული წერილები დაგვიანების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ქმედების შესახებ, მას უფლება აქვს მსესხებლისგან მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ოღონდ არა უმეტეს ერთ წერილზე 10 ლარისა. ეს პირობა გამსესხებელს არ უზღუდავს უფლებას, რომ მსესხებელს აანაზღაურებინოს კანონით გათვალისწინებული ზარალი, რომელიც გამსესხებელს მიადგა ვალის დროულად გადაუხდელობის გამო.
8.9.თუ კლიენტი ითხოვს სესხის არარსებობის დადასტურებას წერილობითი ფორმით, გამსესხებლის ანგარიშზე მომხმარებელმა უნდა გადარიცხოს 10 ლარი და გადახდის დანიშნულებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: „ კრედიუმისგან დავალიანების არ არსებობის შესახებ წერილობითი ინფორმაციის საფასური“.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსესხებელი აყოვნებს გადახდას 15 და მეტი დღის განმავლობაში;
ბ) გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმისწარმოება, რის გამოც მსესხებელს შეიძლება დაეკისროს მატერიალური ვალდებულება, რომლის მოცულობა გაცემულ სესხს აღემატება, ან მსესხებელი შეყვანილია მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი სესხს აღემატება, ან/და როდესაც მსესხებელი დაპატიმრებულია;
გ) გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
დ) მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო.
9.2.,,გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან ფიქსირებული პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან/და შეუსრულებლობისათვის, თუ ამასთან გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივი შეწყვეტა გამოწვეულია მსესხებლის ბრალით“. ამასთან, მსესხებელზე დაკისრებული ფიქსირებული პირგასამტეხლოს, ყველა სხვა პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის და ნებისმიერი საკომისიოს ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს.
9.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე დაფაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა თანხა დარიცხული პროცენტის და საურავის ჩათვლით, თუ ასეთი არსებობს.
10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
10.1 გამსესხებელს უფლება აქვს დაამუშაოს მონაცემები მსესხებლის შესახებ (შეკრება, შენახვა, აღრიცხვა, რეგისტრაცია, გადაცემა და სხვ.) აგრეთვე შეუზღუდავად გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს და მიიღოს მისგან ინფორმაცია მსესხებლის შესახებ.
10.2 ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს აძლევს სრულ უფლებას გადასცეს მსესხებელზე ინფორმაცია დამატებითი შეთანხმების გარეშე ნებისმიერ მესამე პირს, მათ შორის „კრედიტინფო საქართველოს“, (რეგისტრირებულია მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2005 წლის 14 თებერვალს, რეგისტრაციის ნომერი 06/5-51) და სხვებს რასაც მოჰყვება მსესხებლის აღრიცხვა „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში, აგრეთვე ვალებ ამომღებ და საკრედიტო ბაზების შემქმნელი სხვა კომპანიების ბაზებში, რომელსაც ირჩევს გამხესხებელი. ამ კომპანიების მიზანია გადაუხდელ სესხებთან და სხვა შეუსრულებელ/ვადაგადაცილებულ ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეკრება, დამუშავება და გავრცელება, აგრეთვე სესხის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეკრება, დამუშავება და გავრცელება.
10.3 გადაცემული ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შეიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, დანიშნულებას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების დროს, გადახდების დროულობას, რაც დაკავშირებულია მსესხებლის სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან, სესხის ნაშთთან, სასამართლო დავის დროს - სასამართლო და აღმასრულებელი საქმისწარმოების შედეგთან.
11. უფლებამონაცვლეობა
11.1. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის ნებართვის გარეშე, ნაწილობრივ ან სრულად გადასცეს მესამე პირს ყველა უფლება და მოვალეობა, რაც გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
11.2 მსესხებელს გამსესხებლის წერილობითი ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს გადასცეს მესამე პირს უფლებები და ვალდებულებები, რაც გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
11.3 ყველა უფლება-მოვალეობა, რაც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ვრცელდება ორივე მახრის უფლებამონაცვლეებზე.
12. დავების გადაწყვეტა
12.1 ყველა დავა, რომელიც გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან, გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.
12.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.
12.3. მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია ქ. თბილისი.
12.4. წინამდებარე ხელშეკრულების აღნიშნული პირობები ძალაში შედის 2017 წლის 15 იანვრიდან. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები არ ვრცელდება ზემოაღნიშნულ თარიღამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილი ურთერთობებისთვის იხილეთ ბმულზე.

 

ახალი კლიენტი    
არსებული    
რა თანხა გნებავთ? ლარი
რამდენი დღით? დღით
უნდა დააბრუნოთ :
თანხა: ლარი
საკომისიო: ლარი
სულ : ლარი
კრედიტის მიღება

კონტაქტი და სამუშაო დრო: 

phone+995 032 2114545
სამუშაო დღეები: 9:00 - 19:00
შაბათი: 9:00 - 14:00